Sunday, April 19, 2015

კურსის რეფლექსია

დღეს დავამთავრე ცხრადღიანი რთული, მეტად საინტერესო და ნაყოფიერი შრომა. პროექტებით სწავლება  დამეხმარება ჩემი მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი გავხადო  უფრო სახალისო, საინტერესო, აქტიური. სწორად დასმული თემატური და შინაარსობრივი კითხვებით გავაღვიძო მათი ინტერესი თემის მიმართ,  მრავალფეროვანი აქტივობებით ხელი შევუწყო  21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას, გავუღრმავო ცოდნა, მივაჩვიო შრომისმოყვარეობას, გავხადო  კრეატიული. პროექტებით სწავლება მთლიანად ბავშვის აქტიურობაზეა დამოკიდებული. მჯერა, აქტიურ ბავშვში ყალიბდება აქტიური მოქალაქე. განათლებული. გონიერი, კრიტიკულად მოაზროვნე, შემოქმედი მოსწავლეების აღზრდა ჩემი მოვალეობაა. ვაწარმოე პორტფოლიო, რომელშიც ჩემთვის ყველაზე ღირებული მოსწავლეთა ნიმუშებია.




Saturday, April 18, 2015

დღეს  გავეცანით  მეშვიდე მოდულს, ვისაუბრეთ ფასილიტაციაზე, ჯგუფების შექმნაზე. 

Thursday, April 9, 2015

მეშვიდე დღე

დღეს  განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები ,  შევიმუშავეთ  კრიტერიუმები და რუბრიკები  მახასიათებლების მიხედვით.  ვისაუბრეთ უკუკავშირზე

Sunday, April 5, 2015

მეექვსე დღე

განვიხილეთ მეოთხე მოდული,  ვიმუშავეთ მოსწავლის  სავარაუდო  ნაშრომების  შექმნაზე, რასაც  გამოვიყენებ  მოსწავლეთა შესაძლებლობების  დადგენის მიზნით.

Saturday, April 4, 2015

  • ვისაუბრეთ  უკუკავშირზე,  შეფასების  სტრატეგიებზე
  • გავიგე როგორ გამოვიყენებ ინტერნეტს სწავლებისა და სწავლის პროცესის ხელშეწყობისთვის,  როგორ შევადგენ  ბიბლიოგრაფიის ფურცელს  და  დავიცავ საავტორო უფლებებს.

Sunday, March 29, 2015

მე-4 დღის რეფლექსია

დღეს ვიმუშავეთ დროში  გაწერილი  შეფასების  გეგმის შემუშავებაზე,  განვიხილეთ  ინსტრუმენტების  გამოყენება  და შეფასების  სტრატეგიები.  პროექტზე მუშაობისას გავითვალისწინებ მოსწავლეთა წინარე ცოდნას, მათ ინტერესებსა და  შესაძლებლობებს, წავახალისებ და მივიყვან მიზნამდე.

Saturday, March 28, 2015

მესამე დღის რეფლექსია

დღევანდელი სამუშაო  დღე ძალიან  საინტერესო  იყო.  ვიმუშავე   მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების  დასმაზე,    ვნახე  ნიმუშები.   ზოგადი,     თემატური
 და  შინაარსობრივი  კითხვების  მომზადება, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია.
კითხვებით ვეცდები  მოსწავლეთა  დაინტერესებას  თემის ირგვლივ ,  მჯერა,  პატარები იშრომებენ ხალისით და მივაღწევ  სასწავლო მიზანს.